ქაბულში "თალიბებმა" პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს - რა ინფორმაციას ვარცელებს BBC
ავღანეთში, ქაბულში "თალიბებმა" პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი რეპორტიორზე დაყრდნობით წერს.
ადგილობრივი ჟურნალისტის ინფორმაციით, "თალიბებსა" და ავღანეთის მთავრობას შორის შეთანხმების ნაწილი იყო ის, რომ ავღანეთის პრეზიდენტი შეუერთდებოდა სასახლეში ძალაუფლების გადაცემის ცერემონიალს, მაგრამ მან და მისმა თანაშემწეებმა ქვეყანა დატოვეს.
შეგახსენებთ, დაჯგუფება "თალიბანის" წევრებმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შესვლა დაიწყეს. BBC-ის ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები ქალაქში სხვადასხვა მიმართულებიდან შედიან, რომლებსაც სამთავრობო ძალებისგან მხოლოდ მცირე წინააღმდეგობები ხვდებათ.გამოცემა წერს, რომ "თალიბანის" ლიდერებმა მებრძოლებს ნაკლები ძალადობისკენ მოუწოდეს.
მათი თქმით, მშვიდობიან მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს ქალაქი დატოვოს.