"საბჭოთა ელიტას ამერიკელთა ეს მარცხი კი გაუხარდა, მაგრამ იმაზე დაფიქრდნენ, ირანის დაკარგვის შემდეგ, სად შეეცდებოდნენ ფეხის მოკიდებას - ამ პერსპექტივის მოსკოვში ძალიან შეეშინდათ" - კვირის პალიტრა

"საბჭოთა ელიტას ამერიკელთა ეს მარცხი კი გაუხარდა, მაგრამ იმაზე დაფიქრდნენ, ირანის დაკარგვის შემდეგ, სად შეეცდებოდნენ ფეხის მოკიდებას - ამ პერსპექტივის მოსკოვში ძალიან შეეშინდათ"

ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"ის რაც ავღანეთში ხდება აიათოლა ჰომეინის დამსახურებაა.

ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამერიკას იქაურობის დატოვება მოუხდა. საბჭოთა ელიტას ამერიკელთა ეს მარცხი ერთის მხრივ კი გაუხარდა, მაგრამ მეორეს მხრივ, იმაზე დაფიქრდნენ ირანის დაკარგვის შემდეგ, ამერიკელები სად შეეცდებოდნენ ფეხის მოკიდებას.

და მათი ლოგიკური დასკვნა იყო ავღანეთი. ამ პერსპექტივის მოსკოვში ძალიან შეეშინდათ, რადგან შუა აზიის საბჭოთა რესპუბლიკებში ისლამიზმის ბოლომდე აღმოფხვრა კომუნიზმმაც ვერ შეძლო. ამის პარალელურად საბჭოთა კავშირის მოსახლეობაში სლავების სლავების პროცენტული წილი მცირდებოდა, მუსლიმების კი იზრდებოდა.

გაჩნდა შიში, რომ ამერიკელები ავღანეთში შევიდოდნენ და იქიდან აურევდნენ ვითარებას შუა აზიაში.

ამ შიშის ფონზე გაიმართა პოლიტბიუროს საბედისწერო სხდომა რომელსაც ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრო პრაგმატული კოსიგინი (პრემიერი). დემენციური ბრეჟნევი კი იმ დროს (1979) უკვე ლაპარაკსაც კი გაჭირვებით ახერხებდა, აზროვნებაზე ხომ საუბარი ზედმეტია. ავღანეთში ჯარების შეყვანა სამმა ადამიანმა გადაწყვიტა - ანდროპოვმა (КГБ), გრომიკომ (საგარეო მინისტრი) და უსტინოვმა (თავდაცვის მინისტრი).

როცა ეს ამბავი მოახსენეს ბჟეზინსკი (National Security Advisor) სიხარულისგან ლამის ჭკუიდან გადავიდა: "ამ დებილებს ახალი ვიეტნამი შევტენეთ," - ყვიროდა ლამის მთელი თეთრი სახლის გასაგონად. საქმე ისაა რომ ამერიკელებმა იცოდნენ საბჭოთა ელიტის შიშების შესახებ (მათი კოდი გატეხეს და დიპლომატიურ მიწერ-მოწერას კითხულობდნენ) და სპეციალურად ყრიდნენ ჭორებს რომ ეს შიშები კიდევ უფრო გაემძაფრებინათ.

საბჭოთა ჯარების შეყვანამ იმ დროს შედარებით დალაგებული და ნორმალური ავღანეთი იმ ქვეყნად აქცია რა ქვეყნადაც ჩვენ მას ვიცნობთ", - წერს შარაშენიძე.