სად ისვენებენ ევროპის ლიდერები პანდემიის დროს და იცავენ თუ არა მოწოდებას - "დაისვენე ქვეყნის შიგნით" თავად
სად ისვენებენ ევროპის ლიდერები პანდემიის დროს და იცავენ თუ არა მოწოდებას - "დაისვენე ქვეყნის შიგნით" თავად
კორონავირუსის პანდემიის დროს ქვეყნის მმართველების უმეტესობა სახლში დარჩენისა და მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოგვიწოდებს. Eურონეწს დაინტერესდა, თუ რამდენად იცავენ ევროპის ქვეყნების ლიდერები თავისსავე დაწესებულ რეგულაციებს ზაფხულის განმავლობაში.
ბორის ჯონსონი
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ისევე როგორც გასული წლის ზაფხულში, წელსაც მოსახლეობას ქვეყნის შიგნით მოგზაურობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, საზღვრებს გარეთ მოგზაურობა უფრო სახიფათოა, ამიტომ ჯონსონმა გადაწყვიტა ორსულ მეუღლესა და მცირეწლოვან შვილთან ერთად წელს ინგლისის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, კორნუელში დაისვენოს.
პედრო სანჩესი
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა წელს კანარის კუნძულებზე ლა მარეტას სამეფო რეზიდენციაში დაისვენა, რომელიც სამეფო ოჯახს ეკუთვნის.
კანარის კუნძულები, რომლებიც აფრიკის კონტინენტიდან 100 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, ესპანეთის სამეფოს ეკუთვნის. შესაბამისად, სანჩესს ქვეყნის დატოვება არ მოუწია.
სერხიო მატარელა
იტალიის პრეზიდენტი სერხიო მატარელა წელს იტალიის კუნძულ სარდინიაზე ისვენებს.
ემანუელ მაკრონი გააგრძელეთ კითხვა