"ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ რაღაც ფორმით, მაგრამ მხარს არავის ვუჭერთ. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ რაღაც ფორმით, მაგრამ მხარს არავის ვუჭერთ. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს"

"ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ რაღაც ფორმით, მაგრამ მხარს არავის ვუჭერთ. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს", - ასე პასუხობს "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი ჟურნალისტების კითხვას, ექნება თუ არა მათი მხარდაჭერა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატებს.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შეაფასებს, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ერთობას, როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, "ოპოზიციას საერთოდ არ ესმის რას აკეთებს".

"როგორც იცით, ჩვენ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან ვთანამშრომლობთ რაღაც ფორმით, მაგრამ, მხარს არავის ვუჭერთ. ჩვენ საკუთარი პრიორიტეტები გვაქვს, გვინდა "გირჩმა" არჩევნებზე მაქსიმალური ხმა მიიღოს.

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ოპოზიციაში ფიზიკურად არ საუბრობენ. არ საუბრობენ მართლა რა ამოცანები აქვთ ამ კონკრეტულ არჩევნებზე, ეს პრობლემა შარშანდელი არჩევნების მერე მოგვყვება, ეს ჩვენ გავიგეთ. ახლა, არჩევნების წინ ჩანს, რომ მგონი, ოპოზიციას საერთოდ არ ესმის რას აკეთებს",- აღნიშნავს მეგრელიშვილი.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ თავისი დეპუტატი კანდიდატების ადგილობრივ არჩევნებზე წარდგენა უცნაური ამბავია.

"თუ ამ ხალხმა გაიმარჯვა, პრობლემაა, იცით, რომ ჩახსნილია სიები, მაშინ, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტაცია, ფაქტობრივად, ნაკლები შემადგენლობით დარჩება. მეორეს მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვერ გაიმარჯვეს არაფერი მოხდება. აქედან გამომდინარე, ყველა პარტიას აქვს თავისი სტრატეგია. ვერ გეტყვით, რატომ არჩევს "ნაციონალური მოძრაობა" ასეთ სტრატეგიას, რატომ უშვებს თავის პარლამენტარებს ადგილობრივ არჩევნებზე",-აღნიშნავს მეგრელიშვილი.