ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ვარდებიან - კვირის პალიტრა

ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავიდან ადამიანები ვარდებიან

სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ვარდებიან ადამიანები ქაბულის აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავიდან, - ინფორმაციას ადგილობრივი Tolo News-ი ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ ეს ადამიანები, სავარაუდოდ, თვითმფრინავზე გარედან სხედან.

"თალიბანმა" ავღანეთში ომი დასრულებულად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დედაქალაქი ქაბული აიღო და ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. ქაბულის ქუჩებში თალიბები პატრულირებენ. ბევრმა ქვეყანამ საკუთარი დიპლომატების, მოქალაქეებისა და ადგილობრივი ავღანელი თანამშრომლების ევაკუაცია დაიწყო. ქაბულის აეროპორტში ასობით ავღანელია თავშეყრილი და ქვეყნის დატოვებას ცდილობს, რის გამოც აეროპორტში ქაოტური მდგომარეობაა შექმნილი.