საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებენ - კვირის პალიტრა

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს მოუწოდებენ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელდა.

"შეაჩერე COVID-19, აიცერი! აშშ -ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები საქართველოში მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, აიცრან საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად", - ნათქვამია ინფორმაციაში.