რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფ ქართველებზე? - კვირის პალიტრა

რა ინფორმაციას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში მყოფ ქართველებზე?

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან მუდმივ კონტაქტზეა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, როგორც ცნობილია სწორედ თურქეთის დახმარებით უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების დასაქმების პუნქტიდან აეროპორტამდე მიყვანა.

"როგორც ცნობილია, გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მიზნით, უკრაინული მხარე მზად იყო მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის თუმცა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარების გამო საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"