"ანზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი....მახსოვს კარგად, როგორ უყვართ ზუგდიდელებს" - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი ანზორ მელიაზე?
ანზორ მელიას კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში მასთან ერთად და მახსოვს კარგად, როგორ უყვართ ზუგდიდელებს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ნზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი.
"მთელი გულით მივესალმები ანზორ მელიას ზუგდიდის მერის კანდიდატად დაყენებას.ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ყველაფერზე მაღლა, თავის კარიერაზე, შემოსავლებზე, სხვა პირად საკითხებზე უნდა დააყენოს თავის სამშობლო, ახლა საქართველოში არის ეს მომენტი და ანზორ მელია ისე მოიქცა, როგორც ნამდვილი პატრიოტი.
ეს არ არის ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები, ეს არის რეფერენდუმი, საქართველოს უზურპატორული არჩევნების, მომპარავი ხელისუფლების მოშორებაზე და რა თქმა უნდა ყველამ, ყველაფერი უნდა გავიღოთ ამისთვის.
ანზორ მელიას კლინიკა მე გავხსენი ზუგდიდში მასთან ერთად და მახსოვს კარგად, როგორ უყვართ ზუგდიდელებს, ეს არის საუკეთესო წარმომადგენელი სამეგრელოში, ზუგდიდის და მთლიანად საქართველოში.
წარმატებები მას და წარმატებები თითოეულ ჩვენგანს, წარმატებები ჩვენს სამშობლოს", - წერს სააკაშვილი.