მოკლულია სამი პირი - რა მოხდა კახეთში? - კვირის პალიტრა

მოკლულია სამი პირი - რა მოხდა კახეთში?

კახეთში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. 3 პირს ავტომობილში ესროლეს.

ისინი კლინიკაში მიყვანისას უკვე გარდაიცვლილები იყვნენ. აღნიშნულს კლინიკაში ადასტურებენ.

"სავარაუდოდ, ცივი იარაღი და ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული", - აცხადებენ თელავის რეფერალური საავადმყოფოში.

პოლიციას თელავის რეფერალური საავადმყოფოს ეზო ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული.

"ინტერპრესნიუსი" მომხდარის დეტალებს შსს-ში არკვევს.