შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარ სამი პირის მკველელობაზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ზურაბ ზვიადაურის ძმა და კიდევ 2 პირი მოკლეს გამოძიება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ წინანდალში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სამი პირი. არსებული ინფორმაციით, მომხდარის შედეგად დაჭრილია ორი პირი.
"ინტერპრესნიუსი"