ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილოებდა - ახალი დეტალები კახეთში მომხდარ სამი პირის მკვლელობაზე - კვირის პალიტრა

ერთ-ერთი ვერსიით, წინანდალში მომხდარ სისხლიან გარჩევაში ზურაბ ზვიადაურიც მონაწილოებდა - ახალი დეტალები კახეთში მომხდარ სამი პირის მკვლელობაზე

რამდენიმე საათის წინ, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით სამი მამაკაცი ჩაცხრილეს. დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილთა შორისაა ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა ზვიადი, რომელიც ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა წინანდლის ტყეში. შემთხვევა სასტუმრო "რედისონის“ მიმდებარედ მოხდა, სადაც ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, სისხლიანი გარჩევის ადგილას, სავარაუდოდ, იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონი, პარლამენტის ყოფილი წევრი ზურაბ ზვიადაურიც, რომელიც პოლიციაში გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

ამბის გადასამოწმებლად შსს-ს დავუკავშირდით, სადაც ზურაბ ზვიადაურის შესახებ ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს, მხოლოდ ის გვითხრეს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ორი, ან მეტი პირის მიერ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.

ზვიად ზვიადაურის გარდა, მოკლულებს შორის არიან: ვასილ ცოცხალაშვილი და ნიკა კენჭოშვილი. იხილეთ სრულად