"თუკი "თალიბანი" თავს დაესხმება ამერიკელ პერსონალს ან ჩაშლიან ოპერაციას, ჩვენს ხალხს გამანადგურებელი ძალით დავიცავთ"
თუკი "თალიბანი" თავს დაესხმება ამერიკელ პერსონალს ან ჩაშლიან ოპერაციას, საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ხალხს გამანადგურებელი ძალით დავიცავთ
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, იმ პერიოდში, ვიდრე ამერიკა ავღანეთიდან გამოსვლის გეგმებს ახორციელებს, თუკი "თალიბანი" თავს დაესმება ამერიკულ სამხედრო ძალებს, აშშ-ის პასუხი სწრაფი და მძლავრი იქნება.
"ამერიკელი ჯარები ასრულებენ ამ მისიას ისე პროფესიონალურად და ეფექტურად, როგორც ყოველთვის. მაგრამ ეს არ არის რისკების გარეშე. როდესაც ჩვენ ვახორციელებთ ჯარების გამოყვანას, ჩვენ განვუცხადეთ თალიბანს, თუ ისინი თავს დაესხმებიან ჩვენს პერსონალს ან ჩაშლიან ჩვენს ოპერაციას, შეერთებული შტატების წარმომადგენლობა იქნება სწრაფი და პასუხი იქნება სწრაფი და მძლავრი. ჩვენ საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ხალხს გამანადგურებელი ძალით დავიცავთ", - აღნიშნა ბაიდენმა.
ბაიდენის განმარტებით, ამჟამად სამხედრო მისია იქნება დროში შეზღუდული და მიზნებზე ორიენტირებული, რაც ავღანეთიდან ამერიკელი ხალხისა და მოკავშირეების სწრაფად და უსაფრთხოდ გაყვანას გულისხმობს.
ჯო ბაიდენი ავღანეთის პოლიტიკური ლიდერების ნაბიჯებს აკრიტიკებს.
პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა საკუთარმა ლიდერებმა მიატოვეს.
"რა მოხდა? ავღანეთის პოლიტიკური ლიდერები დანებდნენ და ქვეყნიდან გაიქცნენ. ავღანეთის არმია ჩამოიშალა, ზოგი ბრძოლასაც არ შეეცადა. სხვა თუ არაფერი, ბოლო კვირებში მომხდარმა ამბებმა დაგვანახა, რომ ამერიკული სამხედრო ყოფნის დასრულება ავღანეთში კარგი გადაწყვეტილება იყო. არ შეიძლება და არ უნდა იბრძოდნენ ამერიკელი ჯარები და იღუპებოდნენ ომში, რომლის ბრძოლაც საკუთარი თავისთვის არ სურთ ავღანეთის ძალებს", - განაცხადა ბაიდენმა.
მან ისიც გაიხსენა, რომ ავღანეთის პრეზიდენტ აშრაფ ღანს მოუწოდებდა დიპლომატიისთვის მიემართა და თალიბანთან პოლიტიკური გამოსავალი მოეძებნა.
"ეს რჩევა კატეგორიულად უარყვეს. ბატონმა ღანმა დაიჟინა, რომ ავღანეთის ძალები იომებდნენ. და ცხადია, ის არასწორი იყო", - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ამერიკამ ავღანეთში თითქმის ტრილიონი დოლარი დახარჯა, თუმცა მეტი დახმარება უკვე ვეღარაფერს შეცვლიდა.
"ჩვენ თითქმის ტრილიონი დოლარი დავხარჯეთ. ჩვენ გავწრთვენით ავღანეთის სამხედრო ძალები - 300 000 ძლიერი, საუკეთესოდ აღჭურვილი მათგანი. მათ ჰყავდათ უფრო დიდი არმია, ვიდრე ჩვენს ბევრ ნატოს მოკავშირეს ჰყავს. მათ ყველა საჭირო ბერკეტი მივეცით. ჩვენ მათ ხელფასებს ვუხდიდით. ჩვენ მათ ყველა შანსი მივეცით, რომ განესაზღვრათ საკუთარი მომავალი. მაგრამ თუ ავღანეთი ვერ ახერხებს თალიბანის მიმართ ახლა რეალურ წინააღმდეგობას, არ არსებობს შანსი, რომ ადგილზე ამერიკული სამხედროების დახმარების კიდევ ერთი, ხუთი ან 20 წელი რამეს შეცვლის. არასწორია ამერიკულ ჯარებს უთხრა იომონ, როცა ავღანეთის საკუთარი შეიარაღებული ძალები ამას არ აკეთებენ", - აღნიშნა ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე.