"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს" - რას ჰყვება ავღანელი ჟურნალისტი - კვირის პალიტრა

"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს" - რას ჰყვება ავღანელი ჟურნალისტი

"ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა უკვე აუკრძალეს, თუმცა "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია" - ავღანელი ჟურნალისტი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და ადგილზე მყოფ ქართველებზე

"თითქმის მთელი მსოფლიოდან მირეკავენ - რა ხდება ქაბულში... მე, აქ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი, სამუშაო ვიზიტით. წლებია, დოკუმენტურ ჟურნალისტურ მასალებს ვამვამზადებ ავღანეთში მიმდინარე მოვლენებზე. ამიტომ ეს პროცესები დიდად არ გამკვირვებია, გამიკვირდა ის, ასე სწრაფად როგორ და რატომ მოხდა ყველაფერი", - წერს დამოუკიდებელი ავღანელი ჟურნალისტი, ნაჯიბულა ქურაიში სოციალური ქსელის პირად გვერდზე.

მან რამდენიმე საათის წინ, "თალიბანის" წევრებთან ერთად ამერიკის სალეჩოს წინ გადაღებული სელფი გამოაქვეყნა, რასაც მისი მეგობრების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ავღანელ ჟურნალისტს წერდენენ, რა უნდოდა "იმ ცხოველებთან ერთად" და რატომ ჰქონდა ასეთი კმაყოფილი სახე.

AMBEBI.GE ნაჯიბულა ქურაიშს დაუკავშირდა და სთხოვა, ადგილზე მყოფი ქართველების შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა.

"ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ დაახლოებით, 25-მდე ქართველი, ასევე გერმანელები, პოლონელები და უკრაინელები აეროპორტიდან ორი კილომეტრის დაშორებით უსაფრთხოდ არიან. არ ვიცი, სიმშვიდის საფუძველს რამდენად იძლევა, მაგრამ "თალიბანი" ამჯერად შედარებით რბილია. არავის აქვს იმედი, რომ ისინი შურს არ იძიებენ, მაგრამ შესაძლოა, ნაკლებად იყვნენ ორიენტირებული ყველაფრის განადგურებაზე. მით უფრო, რომ თითქმის უბრძოლველად აიღეს მთელი ქვეყანა.

გადარდაუვალია, რომ ქვეყანა შარიათის კანონებით ცხოვრებას დაუბრუნდება. ქალებს განათლების უფლებას წაართმევენ. ვიცი, რომ ქალებს სკოლებსა და სამსახურებში მისვლა აუკრძალეს, ამ ეტაპზე სიტყვიერად, უბრალოდ სახლში დააბრუნეს. სხვა შემთხვევაში, მათი სახალხოდ გაწკეპლვა შეეძლოთ... ადრე ასე ხდებოდა. ქალების მხრიდან წინააღმდეგობის შემთხვევაში, მათ სიკვდილით დასჯიდნენ.

ამჯერად, მათ ქუჩაში გამოსვლის უფლებაც დაუტოვეს, ოღონდ მარტო არა, ოჯახის წევრ მამაკაცთან ერთად, ისე, როგორც დღემდე პროვინციებში იყო. მხოლოდ ქაბულში ჰქონდათ ქალებს თავისუფლება, დანარჩენ პროვინციებში, მათთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ისევე როგორც სხვა სფეროში. ამაზე ალბათ ადგილობრივები ილაპარაკებენ", - ამბობს ავღანელი ჟურნალისტი ჩვენთან საუბარში.

განაგრძეთ კითხვა