"თალიბანმა" მთავრობის წარმომადგენლებისთვის საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა
"თალიბანმა" მთავრობის წარმომადგენლებისთვის საყოველთაო ამნისტია გამოაცხადა.
"საყოველთაო ამნისტია გამოცხადდა ყველასთვის. ასე რომ, უნდა დაიწყოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება სრული ნდობით", - ნათქვამია "თალიბანის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, კვირას თალიბებმა ქვეყნის დედაქალაქი აიღეს და სამთავრობო შენობები დაიკავეს. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანმა ქვეყანა დატოვა.