კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა - რა ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში - კვირის პალიტრა

კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა - რა ვითარებაა მეზობელ ქვეყნებში, სომხეთსა და აზერბაიჯანში

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით იუწყება. მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 11 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 4 713-მდე გაიზარდა.

პანდემიის დაწყების დროიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 235 171 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 223 070 ადამიანი.

აზერბაიჯანში კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 3 322 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა კიდევ 18 ადამიანი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში მყოფი კორონავირუსთან ბრძოლის საოპერაციო შტაბის ინფორმაციის თანახმად, 847 პაციენტი კლინიკებიდან გაეწერა.

პანდემიის დაწყების დროიდან აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების 373 175 შემთხვევა გამოვლინდა, 5 188 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამჟამად საავადმყოფოებში კოვიდ-19-ით ინფიცირებული 27 813 პაციენტი მკურნალობს.