ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა - კვირის პალიტრა

ოპოზიციური პარტიების ნაწილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

კოორდინაციაში მყოფმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს.

კანდიდატები პარტია ,,დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ წარადგინეს.

კერძოდ, პარტია ,,ევროპული საქართველოდან" სამგორის მაჟორიტარი კანდიდატი დათო ჟღენტი იქნება, ისანში - ბესიკ დონაძე, ჩუღურეთში კი გიორგი ნონიაშვილი.

პარტია ,,დროას" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია, ვაკის მაჟორიტარი - ბათუ ქუთელია, კრწანისში კი თამაზ ახობახე.

პარტია ,,გირჩი-მეტი თავისუფლების" დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნიკა მოსიაშვილი, ნაძალადევიში - ბადრი გრიგალაშვილი, მთაწმინდაზე - თენგიზ კირთაძე და საბურთალოში - ბორის ყურუა.