ჯორჯ ბუში აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, ავღანელ ლტოლვილებს დახმარება სასწრაფოდ აღმოუჩინოს - კვირის პალიტრა

ჯორჯ ბუში აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს, ავღანელ ლტოლვილებს დახმარება სასწრაფოდ აღმოუჩინოს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აშშ -ის მთავრობას მოუწოდებს, ავღანელ ლტოლვილებს დახმარება სასწრაფოდ აღმოუჩინოს.

"შეერთებული შტატების მთავრობას აქვს კანონიერი უფლებამოსილება გაჭრას წითელი ლენტი ლტოლვილებისთვის საგანგებო ჰუმანიტარული კრიზისის დროს. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა და რესურსი, რომ უზრუნველვყოთ მათი უსაფრთხო გადაყვანა ბიუროკრატიული შეფერხების გარეშე", - ნათქვამია ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშისა და ყოფილი პირველი ლედის, ლორა ბუშის განცხადებაში.

ამასთან, წყვილის თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესი აშშ-ის ძალების დახმარებით ეფექტურად განხორციელდება. "ჩვენი ყველაზე მტკიცე მოკავშირეები, კერძო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მზად არიან დასახმარებლად", - აცხადებენ ჯორჯ და ლორა ბუშები.