"რუსეთი "თალიბანის" ხელისუფლების აღიარებას არ ჩქარობს"
"რუსეთი ჯერ არ ჩქარობს მოძრაობა "თალიბანის" ხელისუფლების აღიარებას, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქვეყნები", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ქაბულში ვითარება საკმაოდ დამშვიდებულია. "თალიბანის" წევრები, მთლიანობაში, ეფექტურად უზრუნველყოფენ იქ მართლწესრიგს.
ლავროვის თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ "თალიბანსა" და ავღანეთის პოლიტიკური ძალების ლიდერებთან დიალოგი დასრულდება მთავრობის გარდამავალი ინლკუზიური სტრუქტურების ფორმირებით.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთი ხედავს პოზიტიურ სიგნალს "თალიბანის" მხრიდან ავღანეთის შემდგომი განვითარების თაობაზე.