"გიორგი ანწუხელიძე ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება იყო" - კვირის პალიტრა

"გიორგი ანწუხელიძე ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება იყო"

"პატივს მივაგებ გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას. სწორედ მისი გმირობისა და თავდადების მსგავსმა მაგალითებმა მოიყვანა დღემდე საქართველო", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გიორგი ანწუხელიძემ სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში.

,,დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. გიორგი ანწუხელიძემ პიროვნული ღირსების, სამშობლოსადმი ერთგულებისა და თავდადების ისეთი მაგალითი შექმნა, რომლითაც მარადიული ადგილი დაიკავა საქართველოს ისტორიაში. მან სასტიკ წამებას ვაჟკაცობა და სამშობლოს ერთგულება დაუპირისპირა. გიორგი ანწუხელიძე იყო ქართული სულის სიმტკიცის განსახიერება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ანწუხელიძე დღეს 37 წლის გახდებოდა. თავდაცვის ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა, იგი წამებით მოკლეს.