"ავღანეთის "თალიბანის" ლიდერები თავიანთ თავს მსოფლიოს თანდათან გააცნობენ" - რას აცხადებს "თალიბანის" წარმომადგენელი
"ავღანეთის "თალიბანის" ლიდერები თავიანთ თავს მსოფლიოს თანდათან გააცნობენ", - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სააგენტოს "თალიბანის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განუცხადა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
"ნელ-ნელა, თანდათანობით, მსოფლიო დაინახავს ჩვენს ყველა ლიდერს, ისინი აღარ დარჩებიან საიდუმლოების ჩრდილში,"- განაცხადა "თალიბანის" წარმომადგენელმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ "თალიბანის" თანადამფუძნებელი და ლიდერის მოადგილე მულა აბდულ ღანი ბარადარი, რომელიც ქვეყნიდან გაძევებული იყო, ავღანეთში, კერძოდ კი ქალაქ ყანდაარში, დაბრუნდა.