"თალიბანს" განვსჯით არა მისი სიტყვების, არამედ ქმედებების მიხედვით - კვირის პალიტრა

"თალიბანს" განვსჯით არა მისი სიტყვების, არამედ ქმედებების მიხედვით

"თალიბანს" განვსჯით არა მისი სიტყვების, არამედ ქმედებების მიხედვით

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, თალიბების შეფასება მოხდება არა მათი სიტყვების, არამედ ქმედებების გათვალისწინებით.

"ჩვენ ამ რეჟიმს განვსჯით მისი მოქმედებებით და არა სიტყვებით, მისი დამოკიდებულებით ტერორიზმის, დანაშაულისა და ნარკოტიკების მიმართ, ასევე განათლების მიღებაზე გოგონებისთვის მინიჭებული უფლებებით. ამ გარდამტეხ მომენტში, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ავღანელ ხალხს, აირჩიონ საუკეთესო მომავალი",- განაცხადა ჯონსონმა პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, რომელზედაც ავღანეთის საკითხზე იმსჯელეს.

ჯონსონმა გამორიცხა ქვეყანაში სამხედრო მოქმედებების განახლება.

"ილუზიაა იმის დაჯერება, რომ ჩვენს პარტნიორებს შორის არსებობს ავღანეთში სამხედრო ყოფნის გაგრძელების მადა", - აღნიშნა ჯონსონმა.

შეგახსენებთ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე "თალიბანის" პრესსპიკერმა ზაბიულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ მათ ქვეყანაში მშვიდობა სურთ და ქალთა უფლებების დაცვა ისლამური კანონის თანახმად მოხდება.

"თალიბანი" კონფლიქტის ფრონტი აღარ ინება. ჩვენ შევიწყალეთ ყველა, ვინც იბრძოდა ჩვენს წინააღმდეგ. მტრობა დასრულდა. ჩვენ აღარ გვინდა შიდა და გარე მტრები. ჩვენ არ გვინდა ქაოსი ქაბულში. მინდა დავარწმუნო საერთაშორისო საზოგადოება, რომ არავის ავნებენ. ჩვენ არ გვსურს რაიმე პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებასთან", - განაცხადა პრესსპიკერმა.