საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით - კვირის პალიტრა

საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 348 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასულ წელს შესაბამის პერიოდში 347 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

2021 წლის 16 აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8980 აივ ინფიცირებული პირი. 6709 – მამაკაცია, 2271 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი 4441 პაციენტს განუვითარდა. 1862 გარდაიცვალა. 16 აგვისტოს მონაცემებით აივ მკურნალობას იტარებს 5629 (აქედან 631 აფხაზეთი) პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია(აქედან 10 აფხაზი ბავშვი).

ამასთან, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3367 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა 2 დაუდგენელი); სამეგრელოში 1212; შემდეგ იმერეთში 1079; აჭარაში 1023; კახეთში (449) ქვემო ქართლში (515); შიდა ქართლში (337); გურიაში (190); სამცხე-ჯავახეთში (122) და ა.შ.

სულ საქართველოში გამოვლენილია 120 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 72 - ვაჟი, 48 - გოგონა. 30 გარდაიცვალა. 3 გავიდა ქვეყნიდან.