"მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ"
"მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში" წერს და გონიოსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მისივე თქმით, გონიოში წარადგინეს ზუსტად ის პროექტი, რაც მის დროს- 2010 წელს ჰქონდათ და რომელიც 2014 წელს უნდა დამთავრებული.
"ერთადერთი ამოიღეს ხიდი, რომ ბოლომდე იდენტური არ ყოფილიყო.
რენდერის გაკეთებაც ვერ შეძლეს, ამ "დროშა ვერ დაკიდენ" "სასტავმა".
რა საცოდავები და დაშინებულები არიან, მართლა სრული ფარჩაკები უნდა ვიყოთ, რომ ესენი ვერ გავყაროთ.
ოღონდ დაავიწყდათ ასევე ინდუსტრიული ზონა ხელვაჩაურის, სადაც უნდა ყოფილიყო 100 ახალი საწარმო და ის ხიდიც ულამაზესი იყო, რომელიც ჩვენ მაშინ დავაპროექტეთ და უკვე ვიწყებდით მშენებლობას. ბათუმის აეროპორტი გადადიოდა სოფელ მერიაში და ბათუმის აეროპორტიც უერთდებოდა გონიოს ამ ზონას, სადაც იქნებოდა არა რუსების აგარაკები, როგორც ესენი აპირებენ, არამედ ფინანსური დიდი ზონა, სადაც ქართველები ძალიან მაღალ ხელფასებს მიიღებდნენ და ბევრ ფულს გააკეთებდნენ - მაგრამ ივანიშვილის საქართველოში ბევრი ფულის გაკეთება სხვისთვის არ შეიძლება, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ივანიშვილს", - წერს "ფეისბუქში" მიხეილ სააკაშვილი.