"ძრწოდე, გულუბრყვილო ქართველო ერო! ძრწოდე, ზარმაცო ქართველო ერო!" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე - კვირის პალიტრა

"ძრწოდე, გულუბრყვილო ქართველო ერო! ძრწოდე, ზარმაცო ქართველო ერო!" - რას წერს თორნიკე შარაშენიძე

"ავღანეთზე ვაი-უშველებელი მალე გადაივლის (ეგეთებს გადაუვლია?). ჰოდა, სანამ ეს მომხდარა მოდით შევაჯამოთ ქართული საზოგადოების რეაქცია და განწყობა", - წერს ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"გამოიკვეთა ორი school of thought .

პირველის მიხედვით "ამ ბოროტმა ამერიკელებმა" საცოდავი ავღანელები მიატოვეს და თანაც შეატოვეს ბარბაროს თალიბებს (თითქოსდა სულ "პაჟკა-პაჟკა" არ გადადიოდა ავღანური ქალაქები თალიბების მხარეს). კეთილშობილი ავღანელი ხალხი სულ ერთ ნაბიჯში იდგა ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მმართველობის შექმნასთან, მაგრამ მათ უღალატეს. ასე მოგვექცევიან ამერიკელები ჩვენც.

ძრწოდე, გულუბრყვილო ქართველო ერო!

მეორე school of thought (რომელიც ჩემს ბაბლში დომინირებს) ყველაფერს ავღანელებს აბრალებს. ამ "ზარმაცმა და ველურმა ხალხმა" ვერ შეიშნო უანგარო დახმარება, ვერ დააფასა ამერიკის (და ზოგადად დასავლეთის) კეთილშობილება და ვერ მიხვდა რომ ყველაზე კეთილშობილთა მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ჰოდა, ეს ხალხი სრულიად დამსახურებულად მიატოვეს და იგივე მოგვივა ჩვენც.

ძრწოდე, ზარმაცო ქართველო ერო!

(ფარდა)", - წერს შარაშენიძე.