"ქართულ ოცნებას" ფანტაზია არ უვარგა - რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც სხვის 9 წელზე ილაპარაკებს"
"ქართულ ოცნებას" ფანტაზია არ უვარგა და ახალი რაღაცების მოფიქრება არ შეუძლია, ამიტომ რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, მაინც სხვის ცხრა წელზე ილაპარაკებს", - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ხვიაჩიას თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც იქცევა ახლა - წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ამ თვალსაზრისით მისი გამოსწორება უფრო გასაკვირი იქნებოდა.
"შესაბამისად, გამუდმებული ჩივილი და წუწუნი იმაზე, რომ თუ რატონ იქცევა ასე, საინტერესო არ არის - ირაკლი ღარიბაშვილი სულ ასე იქცევა!", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.