შეიარაღებულმა პირებმა ბურკინა-ფასოში ათობით ადამიანი მოკლეს - კვირის პალიტრა

შეიარაღებულმა პირებმა ბურკინა-ფასოში ათობით ადამიანი მოკლეს

შეიარაღებულმა პირებმა ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთ ნაწილში ათობით ადამიანი მოკლეს.

მედიის ინფორმაციით, თავდასხმა ქალაქ არბინდასთან მოხდა და მას სულ მცირე 47 ადამიანი, მათ შორის 30 მშვიდობიანი მოქალაქე, ესხვერპლა.

სახელმწიფო მედია იუწყება, რომ სამთავრობო ჯარებმა 16 მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, ზოგიერთი წყაროს ცნობით კი, მათი რიცხვი 58 -ია.

შეიარაღებული პირები, რომლებიც "ალ-ქაიდასა" და "ისლამურ სახელმწიფოსთან" არიან დაკავშირებულები, ბურკინა-ფასოში, ისევე როგორ მეზობელ მალსა და ნიგერში, თავდასხმებს რეგულარულად აწყობენ, რასაც მხოლოდ წელს ასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.