"სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით" - კვირის პალიტრა

"სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით"

"სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით", - ამის შესახებ მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონისა და ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა, ტარიელ მურმანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის შეფასებით, ეს სასამართლოს გადაწყვეტილება, პატიმრობის თაობაზე, უსამართლოა.

მისივე თქმით, "კანონმა უდანაშაულო ადამიანზე იძალადა."

"კანონის სახელით იძალადეს ადამიანზე, რომელიც მართალია. რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ და თუ ჩვენთვის სასარგებლო არ იქნება ეს გადაწყვეტილება, ევროპულ სასამართლოსაც მივმართავთ საჩივრით. არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანი იყოს პატიმარი. კანონდებლობა იძლევა საფუძველს, რომ ასეთ სიტუაციაში პენიტენციურმა სამსახურმა დართოს ნებართვა და გამოიყვანოს. შესაძლებელია, რომ დაშვებული იქნეს ეს. წინასწარ ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არც მიგვიმართავს, ახლა დასრულდა პროცესი", - განაცხადა ზვიადაურის ადვოკატმა.

ადვოკატი კახა ცნობილაძე კი ავხადებს, რომ სასამართლოს ალტერნარიული გადაწყვეტილების მისაღებად გამბედაობა არ ეყო.

"ჩვენ, იურისტებმა, ვიცით, რომ სისხლის სამართალში არსებობს მუხლები, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას არ იყენებენ. კანონი ასეთ აკრძალვას არ გვკარნახობს. კანონი არ გვეკითხება, რა დროს უნდა იყოს აღკვეთი ღონისძიება და როდის - არა.სასამართლო ამას ვერ გასცდა, მას არ ეყო გამბედაობა, რომ ისეთ მუხლზე, როგორიც მკვლელობაა, გამოეყენებინა პირადი თავდებობა ან გირაო, რომელიც ჩვენ ასევე შევთავაზეთ. ყველამ ნახეთ, რომ ზურაბს თავდებში უდგებოდნენ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ზურაბ ზვიადაურის ქცევაზე პასუხისმგებლობა აიღეს, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა", - განაცხადა კახა ცნობილაძემ.

ცნობისთვის, მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ყოფილ დეპუტატს ზურაბ ზვიადაურს აღჯვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.