"ქართველმა პოლიტიკოსებმა რატომღაც პირიქით გადაწყვიტეს - ჭამის დროს თავში დგანან, ბრძოლის დროს კი - ბოლოში..." - კვირის პალიტრა

"ქართველმა პოლიტიკოსებმა რატომღაც პირიქით გადაწყვიტეს - ჭამის დროს თავში დგანან, ბრძოლის დროს კი - ბოლოში..."

ერთი "დიდტანიანი" მოთხრობა ჯერ ოჯახის წევრებს გააცნო. მალე მეგობრებმა "დასცეს დასტური". მოგვიანებით გამომცემლობაში ურჩიეს, ნაწარმოები რომანად ექცია. მალე "ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა" "საბას" ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული - "წლის საუკეთესო რომანი" გახდა.

მწერალმა ბესო სოლომანაშვილმა ჩვენს დასმულ კითხვებს ვფიქრობ, გულახდილად და საინტერესოდ უპასუხა...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ყმაწვილობა ელბაქიძის 21 ნომერში გავატარე. სწორედ აქედან წაიყვანეს ჯავახიშვილი დასახვრეტად. როგორც ჩემთვის ცნობილია, სახლის მეპატრონე მხოლოდ მას არ ახდევინებდა ქირას. ამ სახლის მოპირდაპირე მხარეს ბერია ცხოვრობდა..."

"პაპა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. პირველი რესპუბლიკის დროს მთავრობაში განათლების სფეროს ერთ-ერთი წარმომადგენელი წარმოშობით ჩვენი სოფლიდან ყოფილა. ჩემს დიდ პაპას ბორჯომიდან თბილისში ხეტყე ჩამოჰქონდა. კაცმა პაპა დაიბარა და სოფელში სკოლის ასაშენებლად საჭირო ხეტყის ჩამოტანა სთხოვა. მასალისთვის საჭირო თანხა პაპამ უკან დაუბრუნა და უთხრა, - ჩემი შვილების განათლებაში ფულს ვერ ავიღებო. სხვათა შორის, საოჯახო ალბომში გვქონდა ფოტო, რომელზეც ის ილიასთან ერთად იყო გამოსახული...."

"უკუღმართი ფასეულობების გამო მომავალი თაობები იძულებული არიან, უმძიმესი შრომის ფასად, სხვა ქვეყანაში იცხოვრონ. როცა ადამიანს მისი შრომის შესაბამისად არ უხდი, გამოდის, ექსპლუატაციას უწევ, ჰპარავ, ჩაგრავ და შესაბამისად, კრიმინალი ხარ... მახსოვს, ერთ-ერთმა "ნატოელმა" ჯარისკაცმა, ლაშა დავითაძემ მითხრა: ჯარში მეთაური სადილობისას ბოლო დგას, ბრძოლის დროს კი - პირველიო. ქართველმა პოლიტიკოსებმა რატომღაც პირიქით გადაწყვიტეს - ჭამის დროს თავში დგანან, ბრძოლის დროს კი - ბოლოში..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.

შორენა ლაბაძე