"ბებიამისი მეუბნებოდა, თუ შვილი არ გეყოლება, გაგიშვებთ, ვის რაში სჭირდება ასეთი ქალიო..."
"უდედობისთვის როგორ გავიმეტო შვილი, ჯერ ძალიან პატარაა ამხელა ტკივილისთვის"
32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს და სურს, ამ გადაწყვეტილებით დაასრულოს 9-წლიანი სტრესით, შიშითა და ტკივილით სავსე ცხოვრება, სხვებისთვის კი მაგალითად იქცეს - ეს მისი ისტორიაა, თუმცა ერთადერთი არ არის, ვინც წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლად ქცეულა.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"მომავალი მეუღლე სამსახურში გავიცანი, იქვე ცხოვრობდა და მაღაზიაში ხშირად შემოდიოდა. ერთმანეთს ვესალმებოდით, ვსაუბრობდით. მერე ერთი პერიოდი დაიკარგა და 3 წლის შემდეგ გამოჩნდა, თურმე ციხეში მჯდარა ყაჩაღობისთვის. მითხრა, - ერთმანეთს შევხვდეთ, დავილაპარაკოთო. ასე მოტყუებით ჩამსვა მანქანაში და თავის სოფელში წამიყვანა..."
"წამართვა ძველი ნომერი და ახალი მიყიდა, რომ ვეღარავის დაერეკა. 7 თვის მერე ფეხმძიმედ დავრჩი, მანამდე მისი ოჯახის წევრებს უშვილო ვეგონე. ბებიამისი მეუბნებოდა, თუ შვილი არ გეყოლება, გაგიშვებთ, ვის რაში სჭირდება ასეთი ქალიო..."
"მეუღლე ხან მუშაობდა, ხან არა. როდესაც სვამდა, მე და ბავშვი სოციალური დახმარების იმედად ვიყავით, ხან მეგობრები მეხმარებოდნენ და ასე გამქონდა თავი...
...მამაომ რამდენჯერ სთხოვა, ფსიქიატრთან მისულიყო, მაგრამ არ მომყვებოდა. ამას წინათ მესიჯი მომწერა, ისეთი ცოდვილი ხარ, ღმერთს შესთხოვე, იქნებ გაპატიოსო. ამისთანა რა ცოდვა-მაქვს, ვერ გავიგე. ვკითხე, არ დაგამშვიდა მამაოსთან საუბარმა-მეთქი? - იმდენად ფარისევლურად შეგიძლია ადამიანის მართვა, მამაოებიც შენს მხარეს არიანო..."
"მემუქრება რომ დაშორების შემთხვევაში შვილს მომპარავს... ხანდახან ცუდი ფიქრებიც მეძალება, მაგრამ არც ის მინდა, ჩემი შვილი დედის გარეშე გაიზარდოს, მეცოდება საამისოდ, უდედობისთვის როგორ გავიმეტო ჯერ ძალიან პატარაა ამხელა განსაცდელისა და ტკივილისთვის... მინდა გავშორდე, მაგრამ ამის ძალაც აღარ მაქვს..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 19 აგვისტოს ნომერში წაიკითხავთ.
ნინო ჯავახიშვილი