"სჯობს მზად ვიყოთ პოტენციური სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება" - კვირის პალიტრა

"სჯობს მზად ვიყოთ პოტენციური სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება"

"სჯობს მზად ვიყოთ პოტენციური სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება", - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საველე ჰოსპიტლებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საველე ჰოსპიტლების მოსაწყობად რესურსების მოძიება დაწყებულია როგორც იმერეთში, ასევე აჭარაში, რადგან ამ ორ რეგიონზე ყველაზე დიდი დატვირთვა მოდის, თუმცა იმედი აქვს, რომ ამ რეგიონებში საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ დასჭირდებათ.

"საველე ჰოსპიტალი არის ჩვენთვის მზაობის და სარეზერვო რესურსის შექმნის შესაძლებლობა, ამაზე მუშაობა დაწყებულია როგორც იმერეთში, ასევე აჭარაში, რადგან ეს არის ორი ყველაზე დიდი რეგიონი სადაც მოდის ყველაზე დიდი დატვირთვა. ჯობია მზად ვიყოთ პოტენციური სცენარისთვის, ვიდრე შემდეგ მოგვიხდეს ფორსმაჟორულ პირობებში გადაწყვეტილებების მიღება. იმედი მაქვს ეს არ დაგვჭირდება, რადგან ორივე რეგიონში არის შესაძლებლობა, რომ დამატებითი საწოლფონდის მობილიზება მოხდეს, მაგრამ მზაობაზე მუშაობა მიმდინარეობს.

სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი არის პასუხისმგებელი დამატებითი სივრცეების და საწოლფონდის მობილიზებაზე. აღჭურვილობის გარკვეული ნაწილი ჩვენ უკვე შეძენილი გვქონდა სარეზერვოდ, გასული წლის განმავლობაში მიმდინარე სესხის ფარგლებში. მიმდინარე პერიოდში მუშაობს ორი პროექტი და მოხერხდა ისე, რომ გარკვეული დანაზოგი არსებობდა და ამ დანაზოგით გარკვეული საწოლების ძალიან სწრაფად შესყიდვა არის შესაძლებელი", - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.