"როგორც ბერისთვის, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ზედმეტად ვიბან და არც ასე - სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით" - კვირის პალიტრა

"როგორც ბერისთვის, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ზედმეტად ვიბან და არც ასე - სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით"

"უნდა ვეცადოთ, რომ კორონავირუსი ღვთის შეწევნით დავამარცხოთ. ალბათ, მოვა დრო და ნამდვილი ვაქცინაც იქნება, ნამდვილი წამალიც იქნება, ვისაც აცრის იმედი აქვს, ის აიცრება, ვისაც არ უნდა იმასაც ვერ დააძალებ. არც ის უნდა უთხრა რატომ იცრები და არც ის რატომ არ იცრები. ასეთი საქციელი ერთმანეთთან არ შეიძლება", - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, უმჯობესია, არც დაავადებულებს შევხედოთ კეთროვნებად და არც ჯანმრთელებს.

"ჩვენი საქციელით მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და ბევრი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა ამას, გარდაიცვალა. კორონავირუსს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ. ერთი რაღაც არ არსებობს, რითაც უნდა ვებრძოლოთ. ზოგი ამას აცრით ებრძვის, ზოგი დაავადების გადატანით. ჯერ ბოლომდე არც ვიცით რა დაავადებაა. ძველად თუ იყო დაავადებები - ყვავილზე და ტუბერკულიოზზე ვიცრებოდით ერთხელ, ახლა ორჯერ ავიცერით ხომ, იმ ქვეყნებში სადაც დიდი ფული ჰქონდათ, კიდევ მიდის აცრები, ზოგან მესამე აცრაც ხდება საჭირო. შეიძლება მეოთხე, მეხუთეც გახდეს. ზოგი ასე ებრძვის, ზოგი ისე.

დიდი თავყრილობები არ გვინდა -ხოლმე, მანდედან ვრცელდება. სულ ისეც ვერ ვიქნებით, რომ კაცობრიობა ვირტუალურ ცხოვრებას მიგვაჩვიონ. ქართველები მოსიყვარულე ერი ვიყავით, ბავშვობიდან მახსოვს, როგორი ნათესაობა, მისვლა-მოსვლა გვქონდა, სულ გარე- გარეთ გავიდეთ ეგეთი ცხოვრებაც არ გვინდა. როგორც ბერისთვის, ჩემთვის არაფერი შეცვლილა, არც ზედმეტად ვიბან და არც ასე. სანამ ახლა მიხვდებოდნენ, რომ ხელები უნდა გვებანა, ბევრმა ვიცოდით. უნდა შევეცადოთ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ. როდესაც ან პანდემიაა ან დიდი ომებია ან კლიმატური ცვლილებებია კაცობრიობაც გადაეწყობა - ხოლმე და ჩვენს გენებს ბუნებრივად ახალი შესაძლებლობები ეძლევა, რომ იმ პირობებში არათუ არსებობა შეძლონ, არამედ გამარჯვებით გამოვიდნენ. პროგრესიც დიდია-ხოლმე, თუმცა, სამწუხაროდ, ცუდიც უნდა გავიაროთ. ეს არის მსოფლიო ომები თუ პანდემიები,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, კაცობრიობა დიდი ომებიდან თუ პანდემიებიდან გამარჯვებული გამოდის და საზოგადოებაც ყოველი პანდემიის შემდეგ იზრდება.

"თუ მანამდე რაღაცაზე არ ფიქრობდნენ, ბევრ სხვა რამეზე ფიქრობ. შიში დაივიწყეთ, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ეს ისეთი დაავადებაა, ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს", - განაცადა მეფე იაკობმა.

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ასევე დაწესებულ შეზღუდვებზე ისაუბრა.

"არ გიშვებენ კინოთეტრში, თეატრში, რესტორანს კიდევ აიტან ადამიანი თუ არ შეგიშვეს, მაინც ჩაგრავენ ადამიანს, იმიტომ, რომ ჯანმრთელი ხარ და ჯერჯერობით, არ ხარ დავადებული. ანუ ჯანმრთელი ცუდი ყოფილა. კაცობრიობამ უნდა ვიფიქროთ, რომ რასაც გვთავაზობენ ყველაფერი უცებ მისაღები კი არ არის. კი, გასაგებია, რომ ვისაც უნდა აცრა აიცრება, ვისაც არ უნდა ძალით ხომ ვერ აცრი, ძალადობა ვითომ არ არის და რეალურად?! რატომ მიკრძალავ კარგად ყოფნას? გავიდა ორ-სამი წელი და არ დავავადდი, რატომ მიკრძალავ კარგად ყოფნას.

თუ ცუდად გახდი, ჩაგკეტავენ და ჩაკეტილი ხარ სადღაც. კარგად თუ ხარ, დანარჩენი საზოგადოებისთვის, ვისაც ეშინია, რომ არ დაავადდეს, შენ ხარ კეთროვანი. მოდით, ნურც დაავადებულებს შევხედათ კეთროვნებად და ნურც ჯანმრთელებს. ფრთხილად ვიყოთ და ძალით არ დავავადდეთ. როგორც ტუბერკულიოზს, სხვა დაავადებებს ვერიდებით, ისე მოვიქცეთ აქაც. თუ გვეუბნებიან, რომ მანძილი უნდა დავიცვათ, დროებით ეს ასტანია. მაგრამ მუდმივად ასე ვერ გავაგრძელებთ ცხოვრებას. ადამიანობა უნდა შევინარჩუნოთ. რა პატარა ვირუსია და კაცობრიობა შეცვალა. უნდა ვეცადოთ, რომ დავამარცხოთ ღვთის შეწევნით. ალბათ, მოვა დრო და ნამდვილი ვაქცინაც იქნება, ნამდვილი წამალიც იქნება, ვისაც აცრის იმედი აქვს, ის აიცრება, ვისაც არ უნდა იმასაც ვერ დააძალებ. არც ის უნდა უთხრა, რატომ იცრები და არც ის, რატომ არ იცრები. ასეთი საქციელი ერთმანეთთან არ შეიძლება.

მართლა უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ისე კი არა, რომ მატყუებენ შენ გიფრთხილდები და იმიტომ არ გიშვებ თეატრში, მუზეუმში, რესტორანს ავიტან, მაგრამ კულტურას რატომ მწყვეტ?! მაინცდამაინც უნდა დავავადდე ხელოვნურად თუ ისე? მშიშრები არ უნდა ვიყოთ და არც ისე უნდა ვქნათ ღვთის რისხვა ძალით გამოვიწვიოთ,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.