"ოპონენტების დიდ ჯგუფს და ახლად შექმნილ ფანჩატურს დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გზა, გეგმა და რესურსი არ გააჩნია" - კვირის პალიტრა

"ოპონენტების დიდ ჯგუფს და ახლად შექმნილ ფანჩატურს დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გზა, გეგმა და რესურსი არ გააჩნია"

ოპონენტების დიდ ჯგუფს და ახლად შექმნილ ფანჩატურს დესტაბილიზაციის გარდა, სხვა გზა, გეგმა და რესურსი არ გააჩნია, - აღნიშნულ შეფასებას პარლამენტის პირველი-სპიკერი გია ვოლსკი აკეთებს.

ვოლსკის თქმით, "როცა არჩევნებში პერსპექტივა არა გაქვს, ჩხუბი უნდა დაიწყო, რა დროსაც შეიძლება რაიმე გამორჩენა გქონდეს".

"არჩევნები არ უნდათ! რეალურად ამ ადამიანებს ინტელექტუალური რესურსი, მართვის რესურსი და სიყვარული არ გააჩნიათ. ესენი ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიტიკურ დივიდენს დესტაბილიზაციასა და დესტრუქციაში მიიღებენ და შემდეგ რაღაც საქმეების გაკეთებას შეძლებენ. რაც გააკეთეს, დავინახეთ! - სახელმწიფოს დიდი ნაწილი მტერს ჩააბარეს და დღეს ოკუპირებულია, სტრატეგიული ობიექტები გაყიდეს და მთელი ეს პერიოდი საკუთარ სიამტკბილობას მოანდომეს", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.