"ჩვენი პატარა დიტუნია დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა
დიტო რაზმაძის ისტორია მთელმა საქართველომ იცის. წლების წინ, აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა. მაშინ შვიდი წლის იყო. ომის შემდეგ, ფონდმა "იავნანამ" ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეურვეობა იკისრა.
"იავნანა" შეეცადა ყველა პირობა შეექმნა მისთვის და წლების მანძილზე მშობელივით ეზრუნა. დღეს დიტო თავად უძღვება საქველმოქმედო საღამოებს, მუშაობს და ცდილობს სხვა ბავშვებს დაეხმაროს. 22:14 / 19-08-2021
"ჩვენი პატარა დიტუნია დიდი კაცია, დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება" - რას წერს პაატა ბურჭულაძე ბიჭზე, რომელმაც აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა
დიტო რაზმაძის ისტორია მთელმა საქართველომ იცის. წლების წინ, აგვისტოს ომში მშობლები დაკარგა. მაშინ შვიდი წლის იყო. ომის შემდეგ, ფონდმა "იავნანამ" ოჯახის წევრებთან ერთად, მისი მეურვეობა იკისრა.
"იავნანა" შეეცადა ყველა პირობა შეექმნა მისთვის და წლების მანძილზე მშობელივით ეზრუნა. დღეს დიტო თავად უძღვება საქველმოქმედო საღამოებს, მუშაობს და ცდილობს სხვა ბავშვებს დაეხმაროს.
ცოტა ხნის წინ ფონდის დამფუძვნებელმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას სასიხარულო ამბავი ამცნო. როგორც აღმოჩნდა დიტო დაქორწინდა.
"ესეც ასე!!!! ფონდ "იავნანას" შვილობილი, ჩვენი პატარა დიტუნია უკვე დიდი კაცი გახდა, დაინიშნა და მალე ქორწილიც გვექნება" - წერს პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში. (წყარო)