ბათუმში, 47 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი კლინიკიდან გადახტა - რას აცხადებენ კლინიკაში? - კვირის პალიტრა

ბათუმში, 47 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი კლინიკიდან გადახტა - რას აცხადებენ კლინიკაში?

ბათუმში, კლინიკა BMS -დან 47 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცი გადახტა.

როგორც კლინიკაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მამაკაცი რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

"47 წლის მამაკაცი, რომელიც კოვიდ რეანიმაციაში გადიოდა მკურნალობას, კლინიკიდან გადახტა. შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, ახლა რეანიმაციაში არის გადაყვანილი. შემთხვევის დროს ექთანი იქ იმყოფებოდა, ლამის ექთანი გადაიყოლა",- აცხადებენ კლინიკის პრესსამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"