საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქის სამშობლოში დაბრუნდების შესახებ
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავღანეთში მყოფი საქართველოს 16 მოქალაქე სამშობლოში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება.
როგორც უწყებაში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები ბრიტანელების მიერ უზრუნველყოფილი რეისით ჯერ დუბაიში ჩაფრინდებიან, შემდეგ კი საქართველოში დაბრუნდებიან.
"ავღანეთში 16 ქართველი იყო დარჩენილი. დღეს დილით ისინი უსაფრთხოდ გადაიყვანეს აეროპორტში, ნატო-ს სამხედრო ბაზაზე. ისინი ჩასხდებიან თვითმფრინავში. ბრიტანელების მიერ არის უზრუნველყოფილი რეისი დუბაის მიმართულებით. ისინი გაფრინდებიან დუბაიში და სავარაუდოდ დღეს, დღის განმავლობაში ჩამოფრინდებიან საქართველოში",- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, ავღანეთში სულ 22 საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა. მათგან 6-მა სამშობლოში დაბრუნება რამდენიმე დღის წინ მოახერხა.