"ყველა ქართველი უსაფრთხოდ მოემგზავრება სამშობლოში ქაბულიდან - მადლობას ვუხდით პარტნიორებს, რომლებიც დაგვეხმარნენ ევაკუაციაში"
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქაბულიდან ქართველების ევაკუაციის საქმეში დახმარებითვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის.
როგორც პრეზიდენტი "ტვიტერზე" წერს, ქართველები სამშობლოში უსაფრთხოდ მოემგზავრებიან.
"ყველა ქართველი უსაფრთხოდ მოემგზავრება სამშობლოში ქაბულიდან! ჩვენ მადლობას ვუხდით პარტნიორებს - დიდ ბრიტანეთს, თურქეთს, აშშ-ს, რომლებიც დაგვეხმარნენ მათ ევაკუაციაში. სიტუაცია კვლავ ძალიან შემაშფოთებელია და მე სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენი პარტნიორების მიმართ, რომლებიც ევაკუაციის პროცესს უძღვებიან", - აცხადებს პრეზიდენტი.