ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნიკოლოზ ნაყოფია მშობლები გახდნენ - რა დაარქვა წყვილმა პატარას?
მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი ბიზნესმენი მეუღლე ნიკოლოზ ნაყოფია მშობლები გახდნენ. ამის შესახებ საზოგადოებას ნანუკას დამ - ასევე მოდელმა ნინი გოგიჩაიშვილმა ამცნო:
"დაიბადა პატარა მზის სხივი და ჩვენი ყველაზე დიდი ბედნიერება. ნანუკა, გმირი დედიკო.
ცხოვრებაში პირველად დეიდა ვააააააარრრრრ.
ნიკოლოზ ნაყოფია - გილოცავ მამიკო.
ტუნი, თინეიჯერი აღარ ხარ, ბები გამხდარხარ!"
მოგვიანებით ნანუკამაც გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ფოტო და გოგონას უჩვეულო სახელიც. როგორც გაირკვა, ნანუკამ 41 კვირის თავზე იმშობიარა.
"20 აგვისტო. ზუსტად 41 კვირის.
აივი - ნიკოლ
სახელი მოწონების გარდა რაიმე იდეის მატარებელი უნდა იყოს. ა - ანბანის პირველი ასო, ხოლო Ivy - I რომაულად პირველს ნიშნავს, წრეც შეიკრა და სახელიც მიუახლოვდა იდეას, რომ პირველია და პირველი ბედნიერებაა", - წერს ნანუკა სამშობიაროდან.
ნანუკამ მშობიარობის წინა თვეები ამერიკაში გაატარა
მეუღლესთან ერთად და მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრეც კი ფეხით ბევრს დადიოდა. წონაშიც ძალიან ცოტა მოიმატა და საკმაოდ აქტიური ორსული იყო.