ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ოთხ ობიექტზე დარტყმა განახორციელა - კვირის პალიტრა

ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში ოთხ ობიექტზე დარტყმა განახორციელა

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამთენიისას პალესტინური მოძრაობა "ჰამასის“ ოთხ ობიექტზე, ღაზას სექტორში, დარტყმა განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახური იუწყება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული ობიექტები განკუთვნილი იყო იარაღის წარმოებისა და შესანახად. ეს იყო პასუხი საზღვარზე მომხდარ შეტაკებაზე, რომელიც შაბათს ღამით მოხდა.

არმიის ცნობით, „განაგრძობენ რეაგირებას ღაზას სექტორის ტერორისტულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიჩნევენ, რომ "ჰამასი" პასუხისმგებელია ნებისმიერ მსგავს აქტიურობაზე.

"ჰამასი" განაგრძობს ღაზას სექტორის სვლას ტერიტორიისკენ, რისთვისაც იყენებს სამოქალაქო მოსახლეობას. მიღებულია გადაწყვეტილება, გაიგზავნოს დამატებითი სამხედრო ქვედანაყოფები ღაზასთან მდებარე დივიზიის გასაძლიერებლად. არმია მზად არის ამ რაიონში ვითარების ნებისმიერი განვითარებისთვის" , - განაცხადეს ისრაელის თავდაცვის არმიაში.

მათვე ინფორმაციით, პალესტინელებთან შეტაკებისას, შაბათს, ისრაელის ერთი მესაზღვრე დაიჭრა.

"ასობით პალესტინელი დემოსტრანტი შეეცადა, გაერღვია უსაფრთხოების ღობე სექტორის ჩრდილოეთით, რომლებიც ისროდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"