22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა - კვირის პალიტრა

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა

22 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 675 978 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 23.7%.

სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 10.0%

21 აგვისტოს აიცრა 23 303 ადამიანი.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ქვეყანაში აცრა მიმდინარეობს ვაქცინებით:"ფაიზერი", "ასტრაზენეკა", "სინოფარმი", "სინოვაკი".

"ინტერპრესნიუსი"