როგორია დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

დიღმის საველე ჰოსპიტალში მოთავსებული 60 კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ საველე ჰოსპიტლის კოორდინატორმა, რევაზ კუჭუხიძემ განუცხადა, პაციენტების ნაწილი ჟანგბადზეა დამოკიდებული.

"პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სულ 60 პაციენტია მოთავსებული, არინ როგორც ქალები, ასევე კაცები. პაციენტები საშუალო ასაკის არიან. ძირითადად, "დელტას“ შტამია გავრცელებული. პაციენტთა ნაწილი ჟანგბადდამოკიდებულია. ისინი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-დან შემოიყვანეს. თუ პაციენტების შემოყვანის საჭიროება კვლავ იქნება, მივიღებთ“,- განაცხადა რევაზ კუჭუხიძემ.

დიღმის საველე ჰოსპიტალში პაციენტების მიღება 20 ივლისს დაიწყო. როგორც ცნობილია, საველე ჰოსპიტალში კოვიდ სასტუმროებში მომუშავე ექიმები და რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"