რაჭაში 22 წლის ბიჭი დაჭრეს - მას ოპერაცია ჩაუტარდა - კვირის პალიტრა

რაჭაში 22 წლის ბიჭი დაჭრეს - მას ოპერაცია ჩაუტარდა

რაჭაში 22 წლის ბიჭი დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ახალგაზრდას ჭრილობა, სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

შემთხვევა გუშინ ამბროლაურში მოხდა. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანებას გულისხმობს. ორი პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით არის დაკავებული.