"გუკა, გილოცავ. მიყვარხარ სამუდამოდ..." - ლელა კილაძის ემოციური მილოცვა გუკა რჩეულიშვილს
"გუკა, გილოცავ. მიყვარხარ სამუდამოდ..." - ლელა კილაძის ემოციური მილოცვა გუკა რჩეულიშვილს
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელი, გუკა რჩეულიშვილი დღეს იუბილარია. ის 42 წლის გახდა. გუკას იუბილეს სოციალურ ქსელში მეგობრებთან ერთად, ყოფილი მეუღლე, ლელა კილაძეც ულოცავს.
"გუკა, გილოცავ. ბედნიერებას გისურვებ, ყველა შენი ნატვრის ახდენას, მიყვარხარ სამუდამოდ", - წერს ლელა კილაძე და საერთო შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
შეგახსენებთ, ერთი წლის წინ ლელა კილაძემ გუკა რჩეულიშვილს, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, უჩივლა. გუკა დააკავეს და გლდანის იზოლატორში რამდენიმე თვე გაატარა. რამდენიმე თვის წინ რჩეულიშვილმა საპატიმრო დატოვა. მართალია, წყვილი ერთად აღარ გამოჩენილა, თუმცა ამბობენ, რომ გუკა და ლელა ძველებურად ერთად ცხოვრობენ. მათ ერთი საერთო შვილი, თრინითი ჰყავთ.