ქაბულის აეროპორტში ორმხრივი სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა
ქაბულის აეროპორტში დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ავღანეთის დაცვის სამსახურის ერთი თანამშრომელი დააიღუპა, სამი კი - დაშავდა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სროლაში აშშ-ისა და გერმანიის ძალებიც მონაწილეობდნენ. ქაბულის აეროპორტი ქაოსის კერად მას შემდეგ იქცა, რაც "თალიბანმა" 15 აგვისტოს ქაბული აიღო და საერთაშორისო ძალებმა მოქალაქეებისა და დაუცველი ავღანელების ევაკუაცია დაიწყეს.