"ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა... რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი"
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ორჯერ ვაქცინირებული მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტებს ქრონიკული დაავადებები ჰქონდათ, რამაც მათ სიცოცხლისთვის შეუსაბამო დაზიანებები მიაყენა.
"მსგავი შემთხვევა არის დაფიქსირებული. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო ფაქტი. მსოფლიოში მსგავსი ერთეული შემთხვევები ფიქსირდება და ასეთი დაფიქსირდა საქართველოშიც. თუმცა, ეს არ უნდა წარმოადგენდეს პანიკის საფუძველს, ვინაიდან ეს არის 0.001%, ძირითადში ვაქცინა გვიცავს ლეტალობის შემთხვევებისგან. ამ პაციენტებში იყო განვითარებული სიცოცხლისთვის შეუსაბამო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც მათი ქრონიკული დაავადებებისგან იყო გამოწვეული და ამ შემთხვევაში, ექიმების ძალისხმევაც უშედეგო აღმოჩნდა", - განაცხადა ტიკარაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რომელი ვაქცინით იყვნენ აღნიშნული პირები აცრილი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ "ეს არის პაციენტის პირადი ინფორმაცია".
"ინტერპრესნიუსი"
იხილეთ ვიდეო