ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 25 კი რეანიმაციაშია მოთავსებული - კვირის პალიტრა

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 25 კი რეანიმაციაშია მოთავსებული

ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, მათგან 22 დღის ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ განუცხადა, კორონავირუსით ინფიცირებული 25 პაციენტი რეანიმაციაში მკურნალობს.

"კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 90 ბავშვი მკურნალობს, რეანიმაციაში კი 25 პაციენტია. აქედან ერთი განსაკუთრებით მძიმეა, 22 დღის პაციენტი მმართვით სუნთქვაზე იმყოფება", - აღნიშნავს ჩხაიძე.