რუხის კოვიდკლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

რუხის კოვიდკლინიკაში ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილი 22 წლის გოგო გარდაიცვალა

რუხის კოვიდკლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 22 წლის გოგო გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუხის საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, დავით შონიამ განუცხადა, 22 წლის გოგოს თანმდევი ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

"გუშინ გარდაიცვალა. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მკურნალობდა, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. პაციენტს დაბადებიდანვე ჰქონდა ქრონიკული დაავადებები",- აღნიშნავს შონია.