ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აიცრა
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე აიცრა
საჩხერის სამედიცინო ცენტრში ოლიმპიურმა ჩემპიონებმა, ლაშა ტალახაძემ და გიორგი ასანიძემ ვაქცინა გაიკეთეს, რის შესახებაც ინფორმაციას კლინიკის ოფიცალური "ფეისბუქგვერდი" ავრცელებს.
"ჯანსაღი სხეულის ჯანსაღი გადაწყვეტილება ვაქცინაციაა. მოგიწოდებთ, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარშემომყოფთა უსაფრთხოებაზე", - ვკითხულობთ კლინიკის გვერდზე.