"გიორგიმ ცურვა არ იცოდაო, მაგრამ მაინც ჩამხტარა მდინარეში ბავშვის გადასარჩენად" - კვირის პალიტრა

"გიორგიმ ცურვა არ იცოდაო, მაგრამ მაინც ჩამხტარა მდინარეში ბავშვის გადასარჩენად"

22 აგვისტოს საღამოს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში მცხოვრები 19 წლის გიორგი გორდეზიანი მდინარე ტეხურში დაიხრჩო. მისი ცხედარი მაშველებმა იპოვეს. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად მდინარეში გადახტა...

"გუშინ საღამოს მდინარე ტეხურში დაღუპული, სენაკის, სოფელ ნოსირში მცხოვრები 19 წლის გიორგი გორდეზიანი. მიუხედავად იმისა, რომ გიორგიმ ცურვა არ იცოდა, ის მდინარეში გადახტა და ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა, თვითონ კი დაიღუპა", - ეს ინფორმაცია 'სენაკის ქრონიკამ" გაავრცელა.