საბერძნეთის პოლიციამ ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც ქართველი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი - კვირის პალიტრა

საბერძნეთის პოლიციამ ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც ქართველი ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი

საბერძნეთის პოლიციამ სალონიკში ქართველი მამაკაცი დააკავა, რომელიც 55 წლის პარტნიორი ქალის, ასევე ქართველის, მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მკვლელობა გუშინ შუადღისას მოხდა. გამოცემა თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეჭვმიტანილი პარტნიორის ბინიდან სისხლიანი ხელებით გამოვიდა.

ერთ-ერთი მეზობლის თქმით, გაიგონა ქალის ხმა, რომელიც ამბობდა : "გთხოვ, არ მომკლა." ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ. ის სავარაუდოდ ნაცემია და შემდეგ ბასრი საგნით აქვს ჭრილობები მიყენებული.