"ყველა ტურის დროს, როცა ვმასპინძლობთ სტუმრებს, ავარჩიოთ ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება ვაქცინირებული" - კვირის პალიტრა

"ყველა ტურის დროს, როცა ვმასპინძლობთ სტუმრებს, ავარჩიოთ ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება ვაქცინირებული"

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სტიმულირების პაკეტი შეიმუშავეს, რომლის მიხედვითაც ყველა კომპანია, რომლებიც ტურისტულ სექტორში არის ჩართული და რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული, ტურისტულ გამოფენებზე 30%-იან ფასდაკლებით ისარგებლებენ, ხოლო ის კომპანია, რომლის თანამშრომლების 80% იქნება სრულად ვაქცინირებული - 50%-ით.

"იმ კომპანიებს, რომლებიც ტურისტულ სექტორში არიან ჩართულები და დასაქმებულები, ეს ეხებათ რესტორნებს, განთავსების ობიექტებს, ჩვენ შევიმუშავეთ სტიმულირების პაკეტი, რის ფარგლებშიც ყველა კომპანია, რომელთა დასაქმებულების 60% იქნება სრულად ვაქცინირებული ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პლატფორმიდან ტურისტულ გამოფენებზე შევთავაზებთ 30%-იან ფასდაკლებას. ხოლო ყველა ის კომპანია, რომლის თანამშრომლების 80% იქნება სრულად ვაქცინირებული, ისინი 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ასევე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა ტურის დროს, როდესაც ჩვენ ვმასპინძლობთ სტუმრებს, ჩვენ ავარჩიოთ ისეთი სასტუმროები, კვების ობიექტები თუ სხვა სერვისის მომწოდებლები, რომელთა თანამშრომლების მინიმუმ 60% იქნება ვაქცინირებული", - განაცხადა ქვრივიშვილმა.